Gibson Explorer
Gibson Explorer არის ელექტრო გიტარების ერთერთი ტიპი, რომელიც შეიქმნა 1958 წელს. ამ გიტარას ჰქონდა სრულიად ახლი დიზაინი, რომელსაც “futuristic body design” ქვია. იგი ჰგავს გიტარას Flying V რომელიც იმავე წელს იქნა გამოშვებული.
Explorer - ის პირველი წარმოება იყო წარუმატებელი ასე რომ მისი გამოშვება შეწყდა 1959 წელს. მაგრამ 1976 წელს Gibson - მა კვლავ დაიწყო ამ გიტარების წარმოება. მიზეზი ის იყო, რომ სხვადასხვა კომპანიების მიერ მსგავსი დიზაინით წარმოებულმა გიტარებმა საკმაო წარმატება მოუტანეს შემქმნელებს. ეს გიტარა ყველაზე პოპულარული გახდა Hard rock - ისა და heavy metal - ის შემსრულებელ მუსიკოსებში 1970 – 1980 წლებში. 
Gibson - მა Exslporer -ის ტიპის გიტარების რამდენიმე ვარიანტი გამოუშვა. როგორებიცაა: X-Plorer Studio, Explorer 90, და Explorer Pro. ეს უკანასკნელი გამოშვებული იქნა 2007 წელს.
1979 წელს Gisbon - მა გამოუშვა E2 მოდელი რომელსაც მთლიანად ჰქონდა იყო ნეკერჩხლისა და კაკლის ლამინირებული სხეული. ამ მოდელის წარმოება შეწყდა 1983 წელს. გარდა ამისა Gibson - მა გამოუშვა გარკვეული რაოდენობის Explorer - ის მოდელები 1981 – 1984 წლებში. მათ ქონდათ “Dirty Fingers-ის” ტიპის გრიფი და ნეკერჩხლის სხეული. ასევე ამ მოდელის რამოდენიმე განსხვავებული სახეობა გამოუშვა Epiphone - მაც. ამ გიტარებში შედიოდა მოდელი “Goth” რომელიც მარტო Epiphone – ს წარმოებაში გვხვდება. ასევე Epiphone - მა გამოუშვა 22 ლადიანი Explorer - ის დიზაინის ბას გიტარები.
Eric Clapton ერთერთი ყველაზე ცნობილი Explorer - ის მომხმარებელია ამიტომაც 2001 წელს Gibson - მა გამოუშვა შეზღუდული რაოდენობის Eric Clapton ის 1958 წლის Explorer - ის იდენტური მოდელები.






