Gibson ES
Gibson ES არის ელექტრო - აკუსტიკური გიტარა, რომელიც Gibson Guitar Corporation- ის მიერ არის წარმოებული. სახელწოდება - ES ნიშნავს Electric Spanish.

მიუხედავად ამ ყველაფრისა ეს გიტარა მაინც არ იყო ისეთი პოპულარული როგორც სხვა ES სერიის გიტარები. ამიტომაც კომპანიამ მისი გაუმჯობესება გადაწყვიტა და 1955 წელს შექმნა „ES-5 Switchmaster“, რომელსაც ქონდა ახალი 6 ღილაკიანი გადამრთველი, რომელშიც შედიოდა ხმისა და ტონის შემცვლელი ღილაკები. “ES-5 Switchmaster” გამოდიოდა 1962 წლამდე.
ES-335 არის მსოფლიოს პირველი თხელი ელექტრო აკუსტიკური გიტარა. ის გამოუშვა კომპანია Gibson-მა 1958 წელს. მას სხეულზე აქვს ორი ვიოლინოს სტილის ხმის ხვრელი და ელექტრო გიტარების მსგავსი ფრთები მაღალი ლადების მისაწვდომად.


ალბათ არ იქნება შეცდომა თუ Gibson ES-335 ის ყველაზე ცნობილ მომხმარებლად B.B. King-ს დავასახელებთ. მისი გიტარა „Lucille“ არის 1981 წლის მოდელი. ეს კონკრეტული მოდელი სხვა ES-335-სგან განსხვავდება იმით, რომ მას აქვს ნეკერჩხლის გრიფი წითელი ხის გრიფის ნაცვლად. ასევე მას მოყვება სახელი “Lucille”- გიტარას რომელიც დაწერილი აქვს გრიფის ბოლოში.
იმის გამო რომ ეს გიტარები ყველა ფენის მომხმარებლისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი, კომპანია Gibson-მა გამოუშვა Epiphone ES გიტარები, რომელიც უფრო ნაკლები ფასი ღირს.