Gibson Flying V
Gibson Flying V არის ელექტრო გიტარა რომელიც პირველად გამოვიდა 1958 წელს. ამ გიტარას Exsplorer -ის მსგავსად ჰქონდა Futuristic სტილის დიზაინი.


როგორც სხვა უამრავ მოდელს, ამასაც აქვს პატენტი Epiphone - ს სახით. ისინი რათქმაუნდა განსხვავდებიან ხარისხით და ხის მასალით, მაგრამ მაინც აქვთ შენარჩუნებული ორიგინალის უამრავი კარგი თვისება. ასე, რომ დიდი პოპულარობით სარგებლობენ დამწყებ მუსიკოსებსა და საშუალო ფენის ადამიანებში, რომლებიც ორიგინალი Flying V - ს ფასს ვერ წვდებიან.
2007 წელს Gibson - მა მრავალფეროვნების მიზნით ამ გიტარების ხაზს კიდევ შემატა ერთი ახალი სტილი - „Reverense Flying V”. ეს გიტარა გამოვიდა შეზღუდული რაოდენობით სულ 400 ცალი. ყველა მათგანი იყო ოქროსფერი. 2008 წელს Gibson - მა კვლავ გამოუშვა ამ გიტარების კიდევ ერთი ნაკადი. ახლა უკვე სხვადასხვა ფერებში და 900 ცალი 400-ის ნაცვლად.
