Gibson SG
“Gibson SG” არის ელექტრო გიტარა რომელიც 1961 წელს გამოუშვა კომპანია “Gibson-მა“. ის გამოირჩევა სოლიდური კორპუსით და”Bat-wing-ის“ ფორმის დამცავით. გრიფი კორპუსს მე-19 ლადთან უერთება. ეს უფრო მეტად აადვილებს გიტარაზე არსებული 24-ვე ლადის გამოყენებას. „Gibson SG” დღემდე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.
1961 წელს “Gibson Les Poul”-ის გაყიდვების რიცხვმა საგრძნობლად დაიწია. ამიტომაც კომპანიამ გადაწყვიტა მისი გაუმჯობესება. ასე რომ მან გამოუშვა უფრო თხელი და მსუბუქი გიტარა რომელსაც ორივე მხარეს ქონდა ამოჭრილი. ასევე გრიფი სამი ლადით მაღლა იყო შეერთებული კორპუსთან. ეს ყველაფერი კი უფრო ხელმისაწვდომს ხდიდა მომხმარებლისთვის მაღალ ლადებს.
მისმა მარტივმა კონსტრუქციამ ასევე იმოქმედა მის ფასზეც. ასევე ახალმა “Les Poul”-ის მოდელმა დაიმსახურა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი გრიფის სახელწოდება. ასე რომ ის ძალიან პოპულარული გახდა. მიუხედავად მისი პოპულარობისა, წინა მოდელის შემქმნელმა Les Poul-მა მოითხოვა რომ მისი სახელი ამოეშალათ ახალი გიტარის სახელწოდებიდან რადგანაც ის მის შექმნაში არ მონაწილეობდა და არც მის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა.
საბოლოოდ კომპანია “Gibson”-მა დააკმაყოფილა Les Poul-ის მოთხოვნა და ახალ მოდელს დაარქვა “SG” ოფიციალურად 1961 წელს, მაგრამ „Gibson-ი“ 1963 წლამდე უშვებდა ახალ გიტარებს ძველი.



მოდელებს რომლებიც გამოშვებულები არიან 1961-დან 1965 წლის ჩათვლით, აქვთ შედარებით პატარა გიტარის დამცავი ე.წ “Pickguard”. 1966 წელს გიტარა ოდნავ გადაკეთდა. მას შეეცვალა გრიფისა და კორპუსის შეერთება და გაუკეთდა გაუმჯობესებული უფრო დიდი “pickguard-ი” რომელიც პირველად 1967 წელს გამოჩნდა.
ეს დიზაინი გაგრძელდა 1971 წლამდე, როცა პირველად გამოუშვეს “SG” რომელსაც ქონდა “les poul-ის“ სტილის “pickguard-ი”. ასეთი სტილით გამოუშვეს SG-100, SG-200, SG Pro და SG Deluxe.

1980 წელს “Gibson-მა“ სცადა ექსპერიმენტი და “SG“ გამოუშვა ისეთი პიკაპ სისტემით, რომელიც იყო “Gibson-ის“ სხვა მოდელში -“ RD Artist”. საბოლოოდ კომპანიას გამოუვიდა “SG-ს” კიდევ ერთი ხაზი რომელიც იყო უფრო თხელი, გაუმჯობესებული და თანამედროვე. მას თავიდან დაარქვეს „SG-R1”, ხოლო 1981 წელიდან “SG Artist”. ასეთი გიტარები სულ გამოუშვეს 200 ცალი.

“2009 წელს “Gibson-მა“ გამოუშვა “SG-ს” ახალი ხაზი რომელიც იყო საკმაოდ მყარი და შეკრული და ჰქონდა ისეთი უნიკალური ფერები რომელიც მანამდე არცერთ ”SG -ს” არ ჰქონია. ეს მოდელები იყო დაყოფილი ორ კატეგორიად ფასის მიხედვით.
